ანტილოგარითმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:05, 20 ივლისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტილოგარითმი – მოცემული n რიცხვის ანტილოგარითმი არის ისეთი x (x>0) რიცხვი, რომლის ლოგარითმი მოცემული a (a ≠1, a>0) ფუძით არის რიცხვის ტოლი; ე.ი. თუ n არის x რიცხვის ლოგარითმი, მაშინ x არის n რიცხვის ანტილოგარითმი იმავე ფუძით.

ანტილოგარითმი ასე აღინიშნება: antlogan = x ან n= logax , სადაც x = an. მაგალითად: antlog23 = 8.

ჩვეულებრივ, ანტილოგარითმებს იხილავენ ათობითი ლოგარითმებისათვის.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები