ზესკნელი
ზესკნელი - ზეცა, ზედა ქვეყან. ქართველთა ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და გარესკნელი ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის ზღაპრის პერსონაჟი და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს ფასკუნჯის თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს ჩახრუხაძე „აბდულმესიანში“ ამბობს:
- აღმოსავლეთ და დასავლეთით,
- სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
- ზესკნელ-ქეესკნელით და გარესკნელით,
- უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4).
საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს სახელმწიფოები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნლში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი;
- დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955.
- ჩეენი საუნჯე, II, 1960.