სვითი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:24, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სვითი (სეით თარგმანი) (VIII-IX სს. მიჯნა) — მთარგმნელი მოღვაწეობდა იერუსალიმს, საბას ლავრაში. დაიწყო თარგმნა იმ ჰაგიოგრაფიული „მრავალთავისა“, რომელშიც შეტანილია წმიდანების წამებათა და ცხოვრებათა კიმენური ანუ გადაუმუშავებელი უძველესი რედაქციები. თარგმნა 25 ჰაგიოგრაფიული საკითხავი.