წინამძღვრიშვილი გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინამძღვრიშვილი გრიგოლ (1823-1901) — მთარგმნელი. მსახურობდა მეფის ნაცვლის კანცელარიაში, იყო თბილისის საოლქო სასამართლოს წევრი. მოღვაწეობდა „ცისკარში“. უმეტესად თარგმნიდა სომხურ თხზულებებს. ითვლება ა. გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ (1853) და მ. ლერმონტოვს „მასკარდიl“ (1864) ერთ-ერთ პირველ მთარგმნელად.