ვერე (მდინარე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერე – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. მდინარე ვერე სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე სოფ. ნაოსარის ჩრდილო-დასავლეთით 1,5 კმ-ში 1795 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდ. მტკვარს მარჯვენა მხრიდან ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

მდინარის სიგრძე 38 კმ, საერთო ვარდნა 1405 მ, საშუალო ქანობი 37,0პროცენტი, წყალშემკრები აუზის ფართობი 200 კმ2, აუზის საშუალო სიმაღლე კი 1060 მეტრია. საპროექტო უბნამდე მდინარის სიგრძე 35,3 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი კი 194 კმ2-ია.

მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გრუნტის წყლებით. მისი წყლიანობისრეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის წყალდიდობით, ზაფხულ-შემოდგომას წყალმოვარდნებით და ზამთრის მდგრადი წყალმცირობით. ზაფხულის პერიოდში მოსული ინტენსიური წვიმების დროს,მდინარეზე რამდენჯერმე დაფიქსირდა კატასტროფიული წყალმოვარდნები. ასე მაგალითად, 1960 წლის 5 ივლისს მდინარეზე გავლილმა მაქსიმალურმა ხარჯმა დაანგრია ქ. თბილისის ზოოპარკი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა ქალაქს. 2015 წლის 13 ივნისს გავლილმა მაქსიმალურმა ხარჯმა, რაც დაახლოებით 1000 წლიანი განმეორებადობის მაქსიმალურ ხარჯს გაუტოლდა, გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი, დაიღუპა 23 ადამიანი.


ვახუშტი ბატონიშვილი თქმით ვერეს ძველ სახელწოდება სკვირეთი ყოფილა: „ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკვირეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე“.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები