კუმურდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:03, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუმურდო, გუმბურდო, გიმბირდო – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1700-1760 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან დასავლეთით, 10 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 2475, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომხები (2002).
შემორჩენილია კუმურდოს ეკლესია – ჯავახეთის საეპისკოპოსო ცენტრი. ერთერთი წარწერა გვამცნობს: „შეწევნითა ღმრთისათა, იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამისა ეკლესიისაჲ, ხელითა ცოდვილისა საკოცრისაჲთა“. სოფელში მიკვლეულია ქვედა პალეოლოთის ხანის ნამოსახლარი. XIX საუკუნეში იგი ნასოფლარია.
სახელწოდება „გუმბურდო“ წარმოიშვა 1828-1829 წლების შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთში დასახლდა თურქეთიდან გადმოსახლებული სომეხი მოსახლეობა. მანამდე კი იგი კუმურდოს სახელით იხსენიებოდა.