აბაშიძე დავით (სახლთუხუცესი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:25, 15 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აბაშიძე დავით - სამეფო კარის სახლთუხუცესი 1766-1770 წწ.; სოლომონ I-მა ქუთაისის მოურავის, სარდლისა და ბოქაულთუხუცესის თანამდებობები უბოძა ბერ წულუკიძეს, რამაც სახლთუხუცესიის თანამდებობის დაკნინება გამოიწვია. ამის გამო დავით აბაშიძე განუდგა სოლომონ I-ს და 1778 წ. მოურავ თამაზ მესხთან ერთად მას საკუთარი შვილი, ალექსანდრე აუმხედრა. სოლომონმა დავითს ჩამოართვა ყმა-მამული და გააძევა იმერეთიდან.
წყაროები და ლიტერატურა
ბურჯანაძე 1961: 129-130; სოსელია 1973: 185, 186, 191.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017