სააკაძე სიაუშ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:29, 2 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიაუშ სააკაძე – XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დამდეგის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სიმონ I-ის (1558-1600) მოურავი, შემდეგ თბილისის მოურავი: დიდი მოურავის – გიორგი სააკაძის მამა. მონაწილეობს სიმონ მეფის მიერ ორგანიზებულ დიპლომატიურ მისიაში: სიმონ I ფერჰად ფაშასთას შეთანხმების შემდეგ, ზავის რატიფიკაციის მიზნით, ელჩებს სტამბოლში აგზავნის, ამ ელჩობას სიმონ დიდის ძმა – ვახტანგ ბატონიშვილი ხელმძღვანელობს, რომელსაც სტამბოლში სიაუში ახლდა. მისიას წარმატება მოჰყვა, რის შედეგადაც ზავი რატიფიცირებულ იქნა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები