ნოტიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნოტიფიკაცია − (ლათ. notificatio შეტყობინება), დიპლომატიურ და სახელშეკრულებო პრაქტიკაში შეტყობინების გავრცელებული ფორმა. ხორციელდება სახელიწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური (საკონსულო) წარმომადგენლის, საერთაშირისო „ორგანიზაციის ან მისი თანამდებობის პირის მიერ ნოტის ან სხვა სახის დოკუმენტის გაგზავნის საშუალებით, რომელშიც გადმოცემულია შემტყობინებლის პოზიცია რომელიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საკითხთან, ფაქტთან ან პრობლემასთან დაკავშირებით.

ნოტიფიკაცია ხშირ შემთხვევაში იწვევს გარკვეულ საერთაშორისო სამართლებრივ შედეგებს – საერთაშორისო სამრთლის სუბიექტების უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობას ან შეწყვეტას. ზოგიერთ საერთაშორისო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებელი ნოტიფიკაციის სავალდებულობა. იგი აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციის, მიღების, დენონსაციის, სელშეკრულებისადმი მიერთების ან დათქმის გაკეთების შემთხვევაში.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები