ტოპოგრაფიული რუკა
ტოპოგრაფიული რუკები - უნივერსალური დანიშნულების ზოგად-გეოგრაფიული რუკა, რომელზეც მასშტაბის შესაბამისად პირობითი ნიშნებით ზუსტად და სრულად არის ასახული ადგილმდებარეობის რეალური მდგომარეობა.
ტოპოგრაფიული რუკები შედგება ცალკეული ფურცლებისგან, რომლებიც გაერთიანებულია რუკების დაგრაფვის ერთიანი სისტემით, ჰაუსის ტოლკუთხა განივცილინდრული პროექციით. თითოეულ ფურცელს აქვს პირობითი აღნიშვნა.
მთელ რიგ სახელმწიფოებში ტოპოგრაფიული რუკა საერთო-სახელმწიფოებრივია და იქმნება მასშტაბით 1:10000, 1:25000, 1:50000, 1:100000, 1:200000, 1:500000, 1:100000.
შეიარაღებულ ძალებში გამოიყენება ადგილმდებარეობის შესწავლის და შეფასებისთვის, ოპერაციების დაგეგმვის, ურთიერთქმედების ორგანიზაციის, ჯარების მართვისთვის; მეთაურის სამუშაო რუკებად, საბრძოლო წყობის მიბმის, თავდაცვითი ხასიათის სხვადასხვა ღონისძიებების შემუშავების და მოწყობისთვის. ტოპოგრაფიული რუკები არის სპეციალური რუკების საფუძველი, მათ შინაარსს პერიოდულად განაახლებენ.