ნადარეიშვილი ზურაბ
ზურაბ ნადარეიშვილი – (4 იანვარი 1957, ფოთი],ქართველი კომპოზიტორი. 1987 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ხელმძღვანელი პროფ. ბ. კვერნაძე). 1993-იდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის კონსერვატორიაში. კინოსტუდია „კვალის“ მუსიკალური რედაქტორია (1997-იდან), ნადარეიშვილის ნაწარმოებებია: ოპერა „Aphaniptera et formisidae,“ („რწყილი და ჭიანჭველა“, 2001), ვარიაციები ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1994. დაჯილდოვდა III პრემიით ს.-პეტერბურგის ს. პროკოფიევის სახელობის საერთაშშორისო კონკურსზე, 1997), „საგალობლები“ ინსტრუმენტული ანსამბლისათვის (1990), 2 სიმებიანი კვარტეტი (I პრემია სსრკ ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსზე, 1987), საფორტეპიანო ტრიო (საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია, 1993), საფ. კვინტეტი (1997), მუსიკა კინოსა და ანიმაციური ფილმებისათვის და სხვ. ზ. ნადარეიშვილი თანამედროვე ქართული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენელია.
გ. ტორაძე