ფლორიან ალბერტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 29 მაისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალბერტი ფლორიან – (უნგრ. Albert Flórián, დ. 1 სექტემბერი, 1941 – გ. 31 ოქტომბერი, 2011) — უნგრელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ბუდაპეშტის „ფერენცვაროში“ (1957-76). 1960 წლის ოლიმპიური თამაშების და 1964 წლის ევროპის თასის მესამე პრიზიორი. ევროპის 1967 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. მონაწილეობდა მსოფლიოს 1962 და 1966 წლების ჩემპიონატებში. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 76 მატჩი (პირველი: 28.6.1959 შვედეთი 3-2, ბოლო: 29.06.1974 იუგოსლავია 3-2), უნგრეთის ოთხგზის ჩემპიონი, უნგრეთის ჩემპიონატებში ჩაატარა 350 მატჩი და გაიტანა 268 გოლი. 1968 წელს ითამაშა ფიფა-ს ნაკრებში ბრაზილიელთა წინააღმდეგ. საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მწვრთნელად საუდის არაბეთში, ლიბიაში, „ფერენცვაროში“.