კონსონანსი (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კონსონანსი – (ფრანგ. consonance < ლათ. consonantia – ჰარმონია, თანაჟღერა), ერთდროული ჟღერადობის კეთილხმოვანება, ბგერათა შეთანხმება, შერწყმა. საპირისპირო მოვლენაა დისონანსი. კონსონანსი რბილი, წყნარი ჟღერადობაა, რომელიც სასიამოვნოდ აღიქმება, მას მიეკუთვნება პრიმა, ოქტავა, კვინტა, კვარტა, დიდი და მცირე ტერცია (მუსიკალური ტერმინი)|ტერციები]], სექსტები, აგრეთვე ამ ინტერვალებით შედგენილი აკორდები. აკუსტიკური თვალსაზრისით განსხვავება კონსონანსსა და დისონანსს შორის მხოლოდ რაოდენობრივია, ხოლო მათ შორის ზღვარი – პირობითი. მაჟორულ-მინორული სისტემის ჩარჩოებში განსხვავება თვისობრივია.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები