უტოპია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:23, 29 სექტემბერი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უტოპია, უტოპიზმი − (ბერძნული „ოუტოპია“, ანუ „არსად“ ― ანდა „ეუტოპია“, რაც „კარგ ადგილს“ შეესაბამება) სიტყვასიტყვით იდეალურ ან სრულყოფილ საზოგადოებას ნიშნავს. თუმცა, უტოპიათა უმეტესობა ნანატრის ასრულებას, ძალადობისა თუ ჩაგვრის მოსპობას, სრულ იდილიას გულისხმობს. უტოპიზმი თეორიული პოლიტიკური აზროვნების ფორმაა, რომელიც არსებულ წყობას აკრიტიკებს და იდეალური და სრულყოფილი ალტერნატივის მხოლოდ წარმოსახვით მოდელს გვთავაზობს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ანარქიზმი და მარქსიზმი. უტოპიური თეორიები, როგორც წესი, ადამიანური თვითგანვითარების უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენას ემყარება, ოღონდ ხშირად ამ ტერმინს აგდებული დამოკიდებულების ელფერიც დაკრავს — ფუჭი მეოცნებეობისა და მიუღწეველი მიზნებისადმი ლტოლვის გამოისობით.