ლადოგური რიპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:44, 29 იანვარი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლადოგური რიპუსი – (Caregonus albula infraspecies ladogenis Pravdin), თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. რომელიც აკლიმატიზებულია 1930-1934-იან წლებში მაშინდელი ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენი ქვირითის გადმოტანით ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში. ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. სამცხე-ჯავახეთიდან გადაყვანილია საქართველოს სხვა წყალსატევებში. ამჟამად მისი რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.