ღონაების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:09, 3 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღონაების გვარი – Leusciscus (Cuvier) Agassiz. თევზების გარი. მათი სხეული მსხვილი ან წვრილი ქერცლითაა დაფარული (გვერდით ხაზზე 37-39 ქერცლია). გვერდითი ხაზი სრული და ქვემოთ ზომიერად ჩამოშვებულია. თვალის წინა ძვალი თვალის წინა კიდეს არ სცილდება. თავი გვერდებიდან შებრტყელებულია. პირი წინაა და ნახევრად ქვედა ან ქვედაა (ფორმით მთვარისებურია). ქვედა ყბა ბორცვაკს მოკლებულია და ზედა ყბის ნაჭდევში შედის. ტუჩები თხელია, ქვედა ტუჩი შუაში გაწყვეტილია. ლაყუჩის ჩხირები მოკლე და მცირერიცხოვანია (6-30). ხახის კბილები ორმწკრივია და მათი წვეროები მოკაუჭებულია. კბილების რიცხვი განსხვავებულია 2.5- 5.2, 3.5-5.3, 2.5 -4.2. ზურგის ფარფლი მუცლის ფარფლების ზემოთაა; მასში 7-9, ანალურ ფარფლში კი 7-11(12) დატოტვილი სხივია. მუცელზე, მუცლის ფარფლების უკან, ქერცლით დაფარული ტროპი არა აქვს.

შეიცავს მრავალ სახეს. გაგრცელებულია ევროპაში, დასავლეთ და ჩრდილოეთ აზიაში და ჩრდილოეთ ამერიკაზი.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები