სკამანდროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკამანდროსი(ბერძნ.) ღმერთი და მდინარე, რომელიც ტროას მახლობლად მიედინებოდა. ტევკროსისა და კალიროეს მამა.

ტროას ომის დროს აქილევსმა ტროელთა გვამებით ამოავსო სკამანდროსი. განრისხდა მდინარის ღვთაება, ნაპირებიდან გადმოვიდა და გმირს დაედევნა. ჩაახრჩობდა კიდეც ალბათ თავის ზვირთებში, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია, რადგანაც აქილევსს ღმერთები მოევლინნენ მხსნელად. მდინარისა და გმირის ორთაბრძოლის ეს სურათი დიდი მხატვრული ოსტატობით არის აღწერილი ჰომეროსის „ილიადაში“ (XXI).



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები