ფარგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:58, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარგა – Luciopersa Iuciopersa Linee 1758.

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ქორილასნაირნი
ოჯახი: ქორჭილასებრნი
გვარი: ფარგები

თევზის სახეობა ქორჭილასებრთა ოჯახისა. ყჟბებზე და სასის ძვლებზე ეშვებია. ყბები შიშველია ან მხოლოდ ზემო არეში ქერცლითაა დაფარული (იშვიათად შუამდე). მუცლის ფარფლებს შორისი მანძილი მათი ფუძის სიგანეზე ნაკლებია. შუბლის სიგანე თვალის გარდიგარდმო დიამეტრზე ნაკლებია ან მისი ტოლია. ზედა ყბა თვალის უკანა კიდეს გადაცილებულია. ზურგის ფარფლები (პირველი და მეორე) მცირე შუალედითაა გაყოფილი ან ერთმანეთს ეხება. პილორული დანამატები 9 არის. მთლიან პირველ რკალზე 13-15 ლაყუჩის ჩხირია. ზურგი მომწვანო-რუხია; გვერდებზე 8-12 მურა-შავი გარდიგარდმო ზოლები აქვს. ზურგისა და კუდის ფარფლების სხივთა შორის აპკებზე მუქი ლაქების რიგებია განლაგებული, ხოლო დანარჩენი ფარფლები მკრთალი ყვითელია. სიგრძით 500-1300 მმ-მდე აღწევს, წონით – 8-12 კგ-ს და ზოგჯერ მეტსაც.

გავრცელებულია ევროპის მდინარეებსა და ტბებში, ნაწილობრივ, დასავლეთ აზიაში მდ. ემბიდან მდ. ურალამდე და არალის ზღვის აუზში. ფარგას გავრცელების ჩრდილო საზღვარია შვედეთი და ფინეთი ჩრდილო სიგანედის 64°-მდე.

მოიპოვება შავი, აზოვის, კასპიის, არალის, ბალტიის ზღვების აუზებში და ზოგიერთ მათ შენაკად მდინარეებში. გავრცელებულია აგრეთვე ლადოგის, ონეგისა და სხვა. ტბებში, კავკასიასა და ამიერკავკასიაში.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია პალიასტომის ტბაში, რიონის შესართავში, სადაც სხვა თევზებთან ერთად დიდი სარეწი მნიშვნელობა აქვს.

ფარგა ცხოვრობს მდინარეებში, ტბებში, ზღვების გამტკნარებულ რაიონებში. უმთავრესად ფსკერს ეტანება, მაგრამ ზედაპირზეც ამოდის. ტბაში 3-4 მეტრის სიღრმეზეა და ირჩევს პლანქტონით მდიდარ, წყლის მცენარეებისაგან თავისუფალ და ჟანგბადით უფრო მდიდარ უბნებს, ფარგას ორ ბიოლოგიურ ფორმას არჩევენ მტკნარი წყლის (მკვიდრს) და ნახევრად გამსვლელს. ზამთარში წვრილი ფარგების ნაწილი სქესობრივად მომწიფებულ ინდივიდებთან ერთად მდინარეებში შედიან. მტკვარში ფარგას განუწყვეტელი სვლა ნოემბრიდან მაისამდე გრძელდება. ტოფობის შემდეგ ფარგა ზღვაში ეშვება, სადაც გამტკნარებულ უბნებში მასიურად ბინადრობს.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები