ღლაბუტა
ღლაბუტა – Lota lota (Linne) 1758
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი:ვირთევზასებრნი
გვარი: ღლაბუტები
თევზის სახეობა ზღვის ღლაბუტების გვარისა. ხეული წაგრძელებულია და ძლიერ წვრილი ქერცლითაა დაფარული; თავი შებრტყელებულია, კუდი გვერდებიდან ვიწროვდება. ნიკაპზე ულვაში აქვს. ყბებზე და სახნისზე ძეწკვისებური კბილებია განლაგებული, ზურგის ორი ფარფლი აქვს, მეორე გრძელია, ანალური ფარფლი ერთია. ლაყუჩთა ჩხირები 4-11-ია. პილორული დანამატები 20-67.
გავრცელებულია მდინარეებში, უბეებში, ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ტბებში; მდინარეებში: რონა, სენა, ლუარა, დუნაი, მტკვრის ქვედა წელი და სეფიდ-რუდი, ამური. გვხვდებიან მომლაშო წყლებშიც.
ღლაბუტას უმთავრესად ნედლად და გაყინულის სახით ამზადებენ. ძვირად ფასობს ღვიძლი, რომელიც კონსერვების დასაზადებლად არის გამოყენებული. საცურავი ბუშტისაგან წებოს ამზადებენ. მსხვილი ღლაბუტის ტყავს ციმბირში ტანისამოსის დასამზადებლად იყენებენ.