ტიან-შანი
ტიან-შანი – ტიან-შანი აზიის ერთ-ერთი უდიდესი მთიანი სისტემაა, რომლის დიდი და განიერი ნაწილი (დასავლეთი ტიან-შანი) შუა აზიას (ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყაზახეთის რესპუბლიკებს) ეკუთენის, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი ჩინეთის ფარგლებშია. ჩვეულებრივ ტიან-შანის მთიანი სისტემის ფარგლებში განიხილავენ ოროგრაფიულად მასთან დაკავშირებულ ჯუნგარიის ალათაუს და თარბაგატაის ქედებს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
რეგიონის ტერიტორია აგებულია პალეოზოური ნაოჭა სტრუქტურებით, რომელთა ხანგრძლივი დენუდაციით წარმოქმნილ მოსწორებულ ზედაპირზე ნეოტექტონიკური ვერტიკალურ-დიფერენციალური მოძრაობის შედეგაღ წარმოიქმნა გაახალგაზრდავებული, ანუ აღორძინებული ლოდა-ნაოჭა მთები.
ტერიტორიის ტექტონიკურ აქტივობაზე თანამედროვე ეპოქაში მეტყველებს ხშირი და ძლიერი მიწისძერები: 1885 წელს ყირგიზეთის ქედზე (I0 ბალი) ოთხი წლის შემდეგ ტბა ისიქ-ქოლის რაიონში (II ბალი), 1932 და I933 წლებში ქ. ფრუნზბეში, 1946 წ. ფერგანაში და სხვა.
მთიანი სისტემა შედგება განედური მიმართულების, უმეტესად მოსწორებულ თხემიანი მთაგრეხილებისაგან და მათ შორის მდებარე მაღალი ქვაბულებისაგან. დასავლეთისაკენ მთაგრეხილები მარაოსებურად იშლებიან და მათ შორის წარმოქმნილია ვრცელი ღრმულები (ფერგანის, ხარინის, ისიქ-ქოლის და სხვა). მაქსიმალურ სიმაღლეს მთიანი სისტემა აღწევს ყირგიზეთ- ჩინეთის საზღვართან აღმართულ გამარჯეების პიკის (7439 მ) და სან-ტეგრის (6995 მ) მწვერვალებზე. ბევრი მთათაშუა ქვაბული 3000 მ-მგე მაღლა მდებარეობს.
ტიან-შანის მთიანი სისტემის ფარგლებში ბუნების რეგიონული კონტრასტები ყველაზე ნათლად გამოხატულია ჩრდილო, ცენტრალური, დასავლეთი, სამხრეთი ტიან-შანის და მთათაშორისი ქვაბულების მიხედეით, რომლებიც ფიზიკურ-გეოგრაფიულ ქვეოლქებად განიხილება.
სარჩევი |
ჩრდილოეთი ტიან-შანი
ჩრდილოეთი ტიან-შანი მდებარეობს დახშული მთათაშუა ქვაბულებიდან (მათგან ყველაზე დიდია ისიქ-ქოლი) ჩრდილოეთით. გეოლოგიურად ეს ნაწილი ყველაზე ძველია. ჩრდილოეთი ტიან-შანი აერთიანეს შემდეგ ძირითად ოროგრაფიულ ერთეულებს. თარბაგატაის, ჯუნგარიის ალათაუს, კუნგეი-ალათაუს, თალასის-ალათაუს, ყირგიზეთის და სხვა ქედებს. თარბაგატაის ქედი ჯუნგარიის ალათაუსაგან (4464 მ) გამოყოფილია ქვაბულით, რომლის ძირიც უკავია ალაქოლის და სასიქოლის ტბებს. მდინარე ილის ხეობით, რომელსაც უჭირავს ფართო მთათაშორისი დეპრესია, ჯუნგარიის ალათაუ გამოყოფილია მისგან სამხრეთით მდებარე ზაილიის ალათაუს ქედთა სისტემისაგან (4951 მ),) რომლის ჩრდილო მთისძირში მდებარეობს ყაზასეთის ყოფილი დედაქალაქი ალმათი. უფრო სამხრეთით, ისიქ-ქოლის ტბის ჩრდილო სანაპიროს გაყოლებით აღმართულია კუნგეი ალათაუს ქედი (4771 მ), რომლის დასავლეთ გაგრძელებას წარმოადგენს ყირგიზეთის ქედი. მათი გამყოფია ვრცელი ტექტონიკური ქვაბული, რომელიც უკავია ჩუს ხეობას.
ჩრდილოეთ ტიან-შანის თანამედროვე რელიეფში შერწყმულია სხვადასხვა სიმაღლეზე (3000მ-დან 4000მ-მდე) განლაგებული ძველი მოსწორებული ზედაპირები და ახალგაზრდა ფორმები – ეროზიული ხეობები და წყალგამყოფები და მყინვარული რელიეფი.
ჰავა მკვეთრად კონტინენტურია, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრულია ზომიერი სარტყლის კონტინენტურ სექტორში მდებარეობითა და ციმბირის ანტიციკლონის გავლენით. ზაფხული მთისწინეთებში და ქვაბულებში თბილი და ცხელია (პლუს 20-25°, აბსოლუტური მაქსიმუმი 30-35°) მთების კალთებზე სიმაღლით, ტემპერატურა ეცემა პლუს 5°-მდე. ზამთარი ყინვიანია, მთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატურა ეცემა მინუს 20°-მდე, აბსოლუტური მინიმუმი აღწევს მინუს 50°.
ატმოსფერული ნალექების ძირითაღი მასა მოაქვს დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ქარებს, რის გამოც აღმოსავლეთისაკენ მისი რაოდენობა კლებულობს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ფერდობების ექსპოზიცია. საშუალოდ წლიურად მოდის 700-800 მმ, მაღალმთიან ზონაში – 900-1300 მმ. ნალექების მაქსიმუმი მთიან ზონაში გაზაფხულზე მოდის, თუმცა დასავლეთ ექსპოზიციის კალთებზე ზამთარიც საკმაოდ ნალექიანია, რაც დაკავშირებულია ციკლონურ პროცესებთან.
ჩრდილოეთ ტიან-შანის მდინარეები უმეტესად ილის და ჩუს მდინარეთა აუზებს ეკუთვნის, მდინარეთა საზრდოობა შერეულია, მთავარი წყარო ნადნობი წყალია, რის გამოც წყალდიდობა გაზაფსულზე და ზაფხულშია. მდინარეები გამოიყენება სარწყავად და ჰიდროენერგეტიკაში (ცხადია, პირველი მომხმარებელი კომუნალური მეურნეობაა).
თანამედროვე გამყინვარება განვითარებულია ჩრდილო ტიან-შანის თითქმის ყველა ქედზე. მუდმივი თოვლის სიმაღლითი საზღვარი ჰავის კონტინენტურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფარგლებში (3300-დან 4200მ-მდე) იცვლება.
ნიადაგ-მცენარეული საფარის და მთლიანად ბუნებრივი ლანდშაფტების ნაირგვარობა ყველაბე ნათლად გამოხატულია სიმაღლითი ზონების მიხედვით. განსსვავებულ გეოგრაფიულ მდებარეობასთან და სიმაღლით განვითარებასთან დაკავშირებით მთებში გამოხატულია სიმაღლითი ზონალურობის სხვადასხვა ტიპი. ჩუ-ილის დაბალ მთებში ჭარბობს ნახევარუდაბნოს (1200მ- მდე) და სტეპური (1200 მ-ზე მაღლა) ლანდშაფტები.
მაღალმთიანი ზაილიის ალათაუ გამოირჩევა სიმაღლითი ლანდშაფტური ზონების გაცილებით ნაირგვარი სპექტრით. იგი ასე გამოიყურება: 1) მთისწინები უკავია ნახევარუდაბნოს ლანდშაფტს ავშნიან-ეფემერული მცენარეულობით, რუხ ნიადაგებზე (1200 მ-მდე), 2) მშრალი სტეპების ზონა ავშნიან-მარცვლოვანი და ვაციწვერიანი მცენარეულობით ღია წაბლა ნიადაგებზე (1800 მ- მდე), 3) 2500მ-მდე გავრცელებულია მთის სტეპი მუქ წაბლა ნიადაგებზე, 4) სუბალპური ზონა, მდელო-სტეპური მცენარეულობით და მთა-მდელოს ნიადაგებით, 5) ალპური მდელოების ზონა (3300 მ-მდე) და 6) ნივალური ზონა 3300-3500 მ-ზე მაღლა.
ცენტრალურ ნაწილში (ზაილიის ალათაუს) სიმაღლითი ზონების სპექტრი რამდენადმე განსხვავებულია. 1) მთისწინების ზონა (1300 მ-მდე) უკავია ნაირბალახოვან სტეპებს შავმიწებით, 2) საშუალო მთიანი ზონა ტყიან-მდელოიან-სტეპიანი, ქვედა ზონაში გარეული ვაშლის და ჭერმის ტყე-ბუჩქნარით, ზედა ზონაში ნაძვნარით, 3) სუბალპურ მდელოთა და მდელო-სტეპური ზონა (3000 მ- მდეა), 4) ალპურ მდელოთა ზონა (3400 მ-მდე); 5) ნივალური ზონა, 3400 მ-ზე მაღლა.
ზაილის– ალათაუს მთისწინა ვაკეების მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების ქვეშ (მარცვლოვანი კულტურები, შაქრის ჭარხალი, ხეხილი, ბოსტნეული). საშუალო და მაღალმთიანი ზონები გამოყენებულია საძოვრად.
ცენტრალური ტიან-შანი
ცენტრალური (შიდა) ტიან-შანი მდებარეობს ისიქ-ქოლის მთათაშუა ქვაბულიდას სამხრეთით. აგებულია კალედონური და ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურებით. რელიეფის ხასიათით წარმოადგენს მთიანეთს, რომლის პერიფერიაზე აღმართულია მაღალმთიანი ქედები, ჩრდილოეთ მხარეზე – თერსქეი-ალათაუს, დასავლეთში – ფერგანის ქედი, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეზე – ქოქშა-ალათაუ. თერსქეი-ალათაუ რეგიონის და მთლიანად ტიან-შანისს ყველაზე მაღალი ქედია, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში, ხან-ტეგრის მასივზე აღმართულია უმაღლესი მწვერვალები - გამარჯვების პიკი (7439 მ) და ხან-ტეგრი (6995 მ). ქედის ჩრდილო კალთა გიგანტური, ძლიერ დანაწეერებული საფეხურით ეშვება ისიქ-ქოლის ქვაბულისაკენ.
შიდა ტიან-შანის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ვრცელ-ტალღოვან, შედარებით სუსტად დანაწევრებულ დენუდაციურ ვაკეებს, რომლებიც ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობის მიერ აზიდულია 3000-4000 მ სიმალლეზე. მათ ადგილობრივ სირტებს უწოდებენ.
ჰავა ცენტრალური ტიან-შანის ტერიტორიაზე შედარებით უფრო მკაცრი (მაღალმთის) მშრალი და კონტინენტურია, ყველაზე მეტი ნალექი (900 მმ-მდე) მოდის ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ კალთებზე. აღმოსავლეთ კალთებზე ნალექები 200 მმ არ აღემატება.
ცენტრალური ტიან-შანის ტერიტორია ნარინის, ჩუს, ტარიმის მდინარეთა და ტბა ისიქ-ქოლის აუზებს ეკუთვნის. რეგიონი თანამედროვე გამყინვარების მძლავრი ცენტრია. 50 მყინვარიდან უდიდესია სამხრეთი ილინჩეკი (60კმ).
ტერიტორიის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით სირტები) უკავია მდელო-სტეპურ ლანდშაფტებს. თერსქეი-ალათაუს ქედის ჩრდილო კალთებზე ფართო ზოლს (2000 მ-დან 3000 მ-მდე) ქმნის ნაძვნარი ტყის ზონა. მშრალ შიდა ქვაბულებში, 1500-2000 მ სიმაღლეზე გავრცელებულია ქვიანი უდაბნოები, ნახევარუდაბნოები და მშრალი სტეპები. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია მაღალმთის სტეპებს (2600-3200 მ სიმალლეზე) ყველაზე მაღალმთიანი (3500-4000მ) სირტები უკავია ცივ უდაბნოებს. შედარებით ტენიან კალთებზე 2600 მ-დან 3000მ-მდე გავრცელებულია სუბალპური მდელო-სტეპური, ხოლო 3300-3500 მ-მდე ალპური მდელო-სტეპური ლანდშაფტი. 3300, 3500 მ-დან ვრცელდება ნივალური ზონა.
დასავლეთი ტიან-შანი
დასავლეთი ტიან-შანი შედგება მთელი რიგი ქედებისაგან, რომელთაგან ყველაზე მაღალმთიანია (4503 მ) ჩათ-კალი. სამხრეთი ტიან-შანისაგან ეს რეგიონი გამოყოფილია ფერგანის ქვაბულით, რომელიც განედურად გადაჭიმულია 300კმ-ზე. მისი ფსკერის სიმაღლე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ კლებულობს 1000მ-დან (ქ. ოში) 320მ-მდე (ქ. ხოჯენტი, ყოფილი ლენინაბადი).
დასავლეთი ტიან-შანი ხასიათდება ეროზიის მიერ ძლიერ დანაწევრებული რელიეფით.
ჰავა ზომიერად კონტინენტურია, ტიან-შანის ფარგლებში ყველაზე უფრო ტენიანი. ივლისის საშუალო ტემპერატურა პლუს 19-20°-ია. აბსოლუტური მაქსიმუმი 30-40°, ზამთარი ყინვიანია, იანვრის ტემპერატურა სიმაღლით მინუს 3°-დან მინუს 20°-მდე კლებულობს. აბსოლუტური მინიმუმი ეცემა მინუს 40°-მდე. ნალექების რაოდენობა ქარპირა კალთებზე I000 მმ აღწეეს.
დასავლეთ ტიან-შანზე, განსაკუთრებით ქარპირა კალთებზე, ნათლად არის გამოხატული ლანდშაფტების სიმაღლებრივი ზონალურობა. მთისწინა ვაკეებზე განვითარებულია ნახევარუდაბნოს და უდაბნოს ლანდშაფტები, რომელიც სიმაღლით გადადის მთის სტეპებში, 1200-1500-დან 2300-2400მ-მდე გავრცელებულია რელიქტური ფართოფოთლოვან ტყეები (ჩვეულებრივი კაკლის ხე, ნეკერჩხალი, მაჟალო, ბუჩქებიდან – ასკილი, ნუში და სხე), რომელსაც სიმაღლით ცვლის წიწვოვანი ტყეების ზონა, უმეტესად ნაძვისაგან. მას ზოგან ერევა სოჭი, სუბალპური მდელო-სტეპური ზონა ვრცელდება დაახლოებით 2900- 3000მ-მდე. მას ცვლის ალპურ მდელოთა ლანდშაფტი, რომელიც წარმოდგენილია ნაირბალახოვან-მარცვლოვანი კომპლექსით. 3400-3500 მ ზემოთ ვრცელდება ნივალური ზონა.
სამხრეთ ტიან-მანი
სამხრეთ ტიან-მანი შედგება სუბგანედური მიმართულების ასიმეტრიული (დამრეცი ჩრდილო და ციცაბო სამხრეთი კალთებით) ქედებისაგან (ალაის, თურქესტანის, ზერავშანის), რომელთაგან ყველაზე მაღალი (4000მ-ზე მეტი) ალაი და თურქისტანი სამხრეთიდან შემოფარგლავენ ფერგანის ქვაბულს ალაის (ჩრდილოეთით) და ზაალაის (სამხრეთით) ქედებს შორის მდებარეობს საშუალოდ 3000 მ-მდე სიმაღლის ყირგიზეთის მნიშენელოვანი სასოფლო-სამეურნეო რაიონი ალაის ფართო ხეობა.
სამხრეთ ტიან-შანის რეგიონი აგებულია ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურებით.
ჰავის ძირითად ნიშნებს (ტიან-შანის ფონზე) განსაზღვრავს სუბტროპიკულ განედებში მდებარეობა. ნათლად არის გამოხატული სუბტროპიკული არიდული ჰავის სიმაღლითი ტიპები (სარტყლები). 350-450 მ-მდე უდაბნოს ჰავაა, სიმაღლით (1500მ-მდე) მას ცვლის სტეპის ჰავა, სადაც ზაფხული თბილი და ცხელია (პლუს 20-25°, აბსოლუტური მაქსიმუმი 35-40°), ზამთარი ყინვიანია (საშუალო ტემპერატურა მინუს 5-7, აბსოლუტური მინიმუმი – 25-30°). სიმაღლით სითბო კლებულობს, ხოლო 3500 მ-მდე უმეტეს ნაწილზე ნალექები მატულობს. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთ ქარპირა კალთებზე 1000 მმ-ს აღწევს, აღმოსავლეთისაკენ მისი რაოღენობა კლებულობს 700-350 მმ-მდე.
სამხრეთ ტიან-შანის მდინარეები განეკუთვნება სირდარიის, ამუდარიისა და ზერავშანის აუზებს და ხასიათდებიან ბობოქარი დინებით და სუსტად გამომუშავებული გასწვრივი პროფილებით. მაქსიმალური ჩამონადენი ზაფხულის მეორე ნახევარშია, რაც დაკავშირებულია მაღალმთიან ზონაში თოვლისა და ყინულების დნობასთან. ტბებიდან აღსანიშნავია ისკანდერკული, რომელიც მდებარეობს გისარის ქედის ჩრდილო კალთაზე 2786 მ სიმაღლეზე და ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ თვალწარმტაც ტბად. იგი მყინვარულ-მეწყრული წარმოშობისაა.
მნიშვნელოვანი ფართობი უკავია თანამედროვე გამყინვარებას, რომლის მთავარი ცენტრია ალაის ქედი (ჩრდილო კალთა), ყველაზე დიდია ზერავშანის მყინვარი (25 კმ).
ლანდშაფტების მნიშვნელოვანი ნაირგვარობა იქმნება ცალკეული ქედების და განსაკუთრებით ფერდობების ექსპოზიციის მიხედვეით. ყველაზე მეტი არიდულობით გამოირჩევა აღმოსავლეთი ნაწილი და ქედების ჩრდილო და აღმოსავლეთ ექსპოზიციის კალთები, სადაც სიმაღლით ლანდშაფტის ცვლა ასეთ სურათს იძლევა: I) მთისწინა ვაკეების და დაბალმთიანი ზონა ეფემერულ-ავშნიანი უდაბნოებით და ნახევარუდაბნოებით, 2) ღვიიანი, მეჩხერი ტყის ზონა, 3) სუბალპური ზონა სტეპური ლანდშაფტით, 4) ალპური მდელო-სტეპური ზონა, 5) ნივალური ზონა (3500-3700 მ ზემოთ).
გისარის ქედის (ზერაეშანის ქედის სამხრეთ-დასავლეთი შტო- ქედი) კალთებზე შედარებით ტენიანი ჰავის პირობებში საშუალო და მაღალმთიანი ზონის ქვედა ნაწილში (1100-დან 2400-2800მ-მდე) განვითარებულია ფართოფოთლოვანი ტყეებისა და მეზოფილური ბუჩქების ლანდშაფტი, ტყის ყომრალი ნიადაგებით.
ლანდშაფტურალ არსებითად განსხვავებულია ალაის მაღალმთიანი (3000 მ) ხეობა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელებულია წივანიან-ვაციწვერიანი სტეპი, მუქ-წაბლა ნიადაგებზე. ალპური ნაირბალახების მონაწილეობით, ხოლო შედარებით მშრალ დასავლეთ ნაწილში, მშრალი სტეპი. ხეობის შემომფარგვლელ კალთებზე მთა-მდელოს ლანდშაფტი, მაღალმთის შავმიწისმაგვარი ნიადაგებით.
სამხრეთ ტიან-შანის ტერიტორიაზე ყველაზე ფართო არეალი გააჩნია ღვიას და მთის ქსეროფიტებს.