Centaurea cheiranthifolia Willd
Centaurea cheiranthifolia Willd - (Cyanus cheiranthifolius [Willd.] Sojak); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ქეჩისნაირად შებუსული. სიმაღლე – 10-45 სმ. ფოთლები ფრთისებურადაა განკვეთილი მომრგვალებულწვერიან მოგრძო ნაკვთებად. უფრო იშვიათად ფოთლები კიდემთლიანია, ხაზური ან ლანცეტა ფორმის. კალათები 20-25 მმ დიამეტრისაა. გარეთა ყვავილები დიდი ზომისაა – მოყვითალო და ოდნავ მეწამული ფერის. ყვ. ნაყ. VI-VIII. კახეთის რეგიონში სუბალპური და ალპური, ტენიანი და ღორღიანი მდელოების მცენარეა, თუმცა არცთუ ფართო გავრცელებისა. მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე, გომეწრის ხეობაში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.