ძაღლის ენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ძაღლის ენა - (Cynoglossum creticum Mill.); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსულია რბილი, მონაცრისფრო ბეწვით. ღერო სწორია, მარტოული ან რამდენიმე, დატოტვილი, 20-80 სმ სიგრძის ფოთლები ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწშია თავმოყრილი, ზ და ფოთლები მჯდომარეა.•ხვეულები მცირეყვავილიანია. გვირგვინი ცისფერია, მუქი ლურჯი ძარღვების ბადით. ყვ. ნაყ. V-VIII. დაბლობის მცენარეა, იზრდება მშრალ ქვიან ადგილებზე, ტყის პირას, ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქების – თელავისა და წნორის – მიდამოებში. ცნობილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.