არკებუზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:25, 16 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არკებუზი (ფრანგული arquebuse – სადგომი შტატივი) – ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი პირველსახეობა დასავლეთ ევროპაში. გავრცელდა XV საუკუნის I მესამედში, XVI საუკუნეში შეცვალა მუშკეტმა. იტენებოდა ლულიდან. არკებუზით პირველად ქვებს ისროდნენ, შემდეგ – მრგვალ ტყვიებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017