არკებუზი (ფრანგული arquebuse – სადგომი შტატივი) – ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთი პირველსახეობა დასავლეთ ევროპაში.
გავრცელდა XV საუკუნის I მესამედში, XVI საუკუნეში შეცვალა მუშკეტმა. იტენებოდა ლულიდან. არკებუზით პირველად ქვებს ისროდნენ, შემდეგ – მრგვალ ტყვიებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი