მუშკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მუშკეტი (ფრ. – mousquet) – ლულიდან დასატენი მძიმე, მსხვილი კალიბრის იარაღი.
გაჩნდა XVI საუკუნის 20-იან წლებში ესპანეთში, შემდეგ – დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ყველაზე გავრცელებული მუშკეტების მახასიათებლები იყო: კალიბრი 25 მმ-მდე, მასა 8–10 კგ, ტყვიის მასა დაახლოებით 50 გ, სროლის მანძილი 250 მ-მდე. სროლის დროს მუშკეტის საყრდენად გამოიყენებოდა ორკაპი, ხოლო უკუდარტყმის შესარბილებლად მსროლელი მხარზე ტყავის ბალიშს ჩამოიცვამდა.
XVII საუკუნეში მუშკეტები უფრო მსუბუქი კაჟიანი იარაღით შეიცვალა.