აღლუმი (სამხედრო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:52, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აღლუმი (სამხედრო), (ლათინური parade -საზეიმო სვლა), ჯარების (ძალების) საზეიმო დათვალიერება. ტარდება ოფიციალური დღესასწაულების, სახელმწიფო და სამხედრო მნიშვნელობის ღირსშესანიშნავი მოვლენების აღსანიშნავად ზეიმის დღეებში, მსხვილმასშტაბიანი სწავლების (მანევრების) დამთავრების შემდეგ და სხვა.
ერთ-ერთი სამხედრო რიტუალი. სამხედრო აღლუმი. შეიძლება ჩატარდეს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობების მონაწილეობით, ასევე ჯარების საჰაერო (სამხედრო-საჰაერო) და საზღვაო (სამხედრო-საზღვაო) ერთობლივი ან ცალკეული აღლუმის სახით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.