გენოციდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:12, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გენოციდი - (ბერძნული genos – გვარი, მოდგმა, ტომი და ლათინური caedo - ვკლავ), რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს.
გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი უკავშირდება რეაქციულ თეორიებს, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე.წ. „უმაღლესი” რასის ბატონობას „დაბალ” რასაზე და სხვა. გენოციდი შეიძლება განხორციელდეს როგორც მშვიდობიან, ასევე ომიანობის პერიოდში.