დანაღმვის ზღუდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:15, 27 დეკემბერი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დანაღმვის ზღუდე - ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც გამიზნულია დანაღმული ველების მოსაწყობად და ცალკეული ობიექტების (ხიდების, ვიადუკების და ა.შ.) ნგრევისთვის მოწინააღმდეგის წინსვლის შეყოვნებისა და მისთვის დანაკარგის მიყენების მიზნით.
დანაღმვის ზღუდეს ნიშნავენ მოწინააღმდეგის იერიშების, კონტრიერიშების (კონტრდარტყმების) მიმართულებებზე, საკუთარი ჯარების გაშლის ზღუდის, საშიში ფლანგების, პირაპირებისა და შუალედების ღობურებით დასაფარავად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.