ჯარების ადგილზე განლაგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების ადგილზე განლაგება - შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების საწყის, თავმოყრის, დასვენებისა და სხვა რაიონებში განთავსება.
ადგილზე განლაგების რაიონი უნდა უზრუნველყოფდეს ჯარების და ლოგისტიკის ორგანოების განაწილებას და ფარულ განთავსებას, სწრაფ შეკრებას და მანევრის მოწყობას საჭირო მიმართულებით, ასევე პირადი შემადგენლობის განთავსების და დასვენების მოსახერხებელ პირობებს. დასახულ რაიონში ჯარების ჩასვლისას ეწყობა საჰაერო თავდაცვა, მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა, საკომენდანტო სამსახური, საგუშაგო დაცვა, შენიღბვა და უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017