გესტაპო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გესტაპო - (გერმანული gestapo, შემოკლებული geheime Staatpolizei-დან), ფაშისტური გერმანიის საიდუმლო პოლიცია, მასობრივი პოლიტიკური ტერორის იარაღი.

თავდაპირველად შეიქმნა პრუსიაში 1933 წლის მარტში, შემდგომ - გერმანიის სხვა მხარეებში. 1935 წლის გაზაფხულზე გესტაპოს თანამშრომლები ოფიციალურად შეიყვანეს სს-ის რიგებში.

გესტაპო ახორციელებდა ფაშიზმის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების ძიებასა და ლიკვიდაციას. იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურ როლს თამაშობდა აგრესიის აქტების პროვოცირებაში, ადამიანების მასობრივ განადგურებაში და ხელს უწყობდა კოლაბორაციონისტულ აქტიურობას. ნიურნბერგში საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა აღიარა დამნაშავე ორგანიზაციად.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები