საინჟინრო-საავიაციო სამსახური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საინჟინრო-საავიაციო სამსახური – სპეციალიზებული სამსახური ზოგი სახელმწიფოს სამხედრო–საავიაციო ძალებსა და სხვა სახეობების ავიაციაში. განკუთვნილია საომარი მოქმედებების საინჟინრო–საავიაციო უზრუნველყოფისთვის და სამხედრო ავიაციის, საავიაციო შენაერთების და ნაწილების საბრძოლო მომზადების, აგრეთვე ბორტინჟინრების, ტექნიკოსებისა და მექანიკოსების სწავლებისათვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017