სამხედრო სასაფლაო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 22 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სამხედრო სასაფლაო – ბრძოლის ველზე დაცემული, ჭრილობებისა და დაავადებებისაგან გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების დაკრძალვისთვის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია. არსებობს ძმათა სამხედრო სასაფლაოები, რომლებზეც არის როგორც ძმათა, ასევე ცალკეული საფლავები. როგორც წესი, სამხედრო სასაფლაოები სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, მრავალი მათგანი სამხედრო-ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს.