შეტევის ტემპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:25, 5 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შეტევის ტემპი – შეტევაზე გადასული ჯარების მოძრაობის სიჩქარე, კმ/დღე-ღამე; ოპერაციის გაშლის ერთ-ერთი მაჩვენებელი. დამოკიდებულია საკუთარი და მოწინააღმდეგის ჯარების რაოდენობასა და ბრძოლისუნარიანობაზე, თავდაცვის და ადგილმდებარეობის ხასიათზე, შეტევის შეუპოვრობაზე და სხვა. შეტევის მაღალი ტემპი ურთულებს მოწინაამღდეგეს შუალედურ ზღვრებზე თავდაცვის ორგანიზაციას, ხელს უწყობს ოპერაციის მიზნების სწრაფ მიღწევას. I მსოფლიო ომის დროს შეტევის ტემპი იყო დაბალი და იშვიათად აღწევდა 5-6 კმ/დღე-ღამეში, ზოგ ოპერაციებში კი – 15-25 კმ-ს (სატანკო ჯარებისთვის 40-50 კმ/დღე-ღამეში, ზოგჯერ 80 კმ-მდე) და მეტს.
იხილე აგრეთვე
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017