ტემპი (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტემპი - (ლათინური tempus - დრო), რომელიმე პროცესის, მოვლენის განხორციელების სიჩქარე (ზოგჯერ სიხშირე), განვითარების ინტენსივობა.

სამხედრო საქმეში გამოიყენება ცნებები: იერიშის შეტევის, დესანტირების, საზღვაო დესანტის გადასხმის, სროლის ტემპები და სხვა.

სარჩევი

გადაზიდვის ტემპი

დღე-ღამეში სამხედრო ფორმირებებით (მატერიალური საშუალებებით) დატვირთული, დანიშნულების ადგილზე მისული და გადმოტვირთული ეშელონების (მატარებლების, გემების, თვითმფრინავების) რაოდენობა.

დესანტირების ტემპი

დროის ერთეულში დესანტირების რაიონში გადასროლილი პირადი შემადგენლობის (ქვედანაყოფების, ნაწილების), სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების რაოდენობა.

იერიშის ტემპი

იერიშზე გადასული ჯარების დაწინაურების სიჩქარე; იზომება კმ/სთ. დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავდაცვის დაძლევის საიმედოობაზე, საკუთარი ჯარების ბრძოლისუნარიანობაზე, შეტევის სახეზე (სატანკო, შეტევა ქიმიური საბრძოლო მასალის გამოყენებით, ქვეითად და ა.შ.), ადგილმდებარეობის ხასიათზე და სხვა.

საზღვაო დესანტის გადასხმის ტემპი

დროის ერთეულში განსაზღვრულ უბანზე გადასხმული პირადი შემადგენლობის, სამხედრო ტექნიკის და მატერიალური საშუალებების რაოდენობა.

სროლის ტემპი (ცეცხლის ტემპი)

1.დროის შუალედი ქვემეხების (ნაღმსატყორცნების) გასროლებს, ბატარეების ჯერებს ან ზალპებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოცემული კომანდით (გასროლების, ზალპების რაოდენობა დროის ერთეულში). ინიშნება მიზნის ხასიათის, საბრძოლო მასალის ხარჯვის, საცეცხლე ამოცანის შესრულების დროის და ჭურვების აფეთქების თვალთვალის პირობების გათვალისწინებით.

2. ავტომატური იარაღის სწრაფსროლა.

შეტევის ტემპი

შეტევაზე გადასული ჯარების მოძრაობის სიჩქარე, კმ/დღე-ღამე; ოპერაციის გაშლის ერთ-ერთი მაჩვენებელი. დამოკიდებულია საკუთარი და მოწინააღმდეგის ჯარების რაოდენობასა და ბრძოლისუნარიანობაზე, თავდაცვის და ადგილმდებარეობის ხასიათზე, შეტევის შეუპოვრობაზე და სხვა.

შეტევის მაღალი ტემპი ურთულებს მოწინაამღდეგეს შუალედურ ზღვრებზე თავდაცვის ორგანიზაციას, ხელს უწყობს ოპერაციის მიზნების სწრაფ მიღწევას. I მსოფლიო ომის დროს შეტევის ტემპი იყო დაბალი და იშვიათად აღწევდა 5-6 კმ/დღე-ღამეში, ზოგ ოპერაციებში კი – 15-25 კმ-ს (სატანკო ჯარებისთვის 40-50 კმ/დღე-ღამეში, ზოგჯერ 80 კმ-მდე) და მეტს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები