ჯაგრცხილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:58, 12 აპრილი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯაგრცხილა – (Carpinus orientalis Mill.); ოჯახი: თხილისებრნი (Corylaceae). მაღალი ბუჩქი ან პატარა ხეა. ნორჩი ტოტები შებუსულია. ფოთოლი მოკლეყუნწიანია. ფირფიტა პატარა ზომისაა, მოგრძო-კვერცხისებური. კიდეებზე ორმაგხერხკბილა. მდედრობითი ყვავილების საბურველი არათანაბარგვერდიანია. ყვ. IV; ნაყ. VI-VII. გავრცელებულია მთელ საქართველოში, დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში გვხვდება ყველგან.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.