პაროლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:34, 1 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაროლი (ფრ. parole - სიტყვა) – საიდუმლო სიტყვა ან ფრაზა (როგორც წესი, ქალაქის დასახელება), რომლის დანიშნულებაა საყარაულო სამსახურის დროს პიროვნების უფლებამოსილების დადასტურება. დგინდება ყველა ყარაულისთვის ყოველდღიურად. პაროლს იყენებენ თავისიანების გამოსაცნობად სამხედრო სამსახურში ან კონსპირაციულ ორგანიზაციებში.