მატერიალური უზრუნველყოფა (შეიარაღებული ძალების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:52, 1 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მატერიალური უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება მშიდობიანობის და ომიანობის დროს ჯარების (ძალების) ყოველდღიური ცხოვრების და საბრძოლო საქმიანობისთვის საჭირო მატერიალური საშუალებებით დაკმაყოფილების მიზნით; ლოგისტიკური უზრუნველყოფის სახეობა.

მატერიალური უზრუნველყოფა მოიცავს: სხვადასხვა სახეობის მატერიალურ საშუალებებზე (რაოდენობის და ნომენკლატურის მიხედვით) არსებული მოთხოვნილების განსაზღვრას, მათ წარმოებას, მარაგის გამოთხოვას, მიღებას, შენახვას, ხარჯების და დანაკარგების შევსებას, მომხმარებლებთან გაგზავნას და მიტანას. აგრეთვე მარაგის მანევრს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები