გენოციდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:24, 8 ივნისი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გენოციდი - (ბერძნული genos – გვარი, მოდგმა, ტომი და ლათინური caedo - ვკლავ), ქმედებები, რომლებიც ჩადენილია მთლიანად ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ან მისი ნაწილის განადგურების განზრახვით.

გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი უკავშირდება რეაქციულ თეორიებს, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე.წ. „უმაღლესი” რასის ბატონობას „დაბალ” რასაზე და სხვა. გენოციდი შეიძლება განხორციელდეს როგორც მშვიდობიან, ასევე ომიანობის პერიოდში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები