აქილევსის ქუსლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:16, 25 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აქილევსის ქუსლი – როდესაც აქილევსს დედა თეტისი სტიქსის წყლებში ავლებდა, რათა უვნებელი გაეხადა, ახალშობილი ქუსლით ეკავა. სწორედ აქილევსის ქუსლს არ შეხებია სტიქსის სასწაულმოქმედი წყალი. ეს იყო გმირის სუსტი ადგილი. ქუსლში მოხვედრილი ისრით გამოესალმა იგი სიცოცხლეს.
გადატანითი მნიშვნელობით აქილევსის ქუსლს უწოდებენ სუსტ ადგილს, რომელიც საქმეს თუ პიროვნებას დაღუპვას უქადის.