ვუაიერიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:27, 21 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვუაიერიზმი - (F65.3), (voyeyrism), სექსუალურ უპირატესობათა დარღვევა (პარაფილია), ხასიათდება რეკურენტული ან მუდმივი ლტოლვით უთვალთვალოს ადამიანებს მათი სექსუალური ან ინტიმური ქცევის (მაგ., ტანსაცმლის გახდის) პროცესში. ვუაიერიზმი ხორციელდება სათვალთვალო ობიექტთან შეუთანხმებლად და, ჩვეულებრივ, მოჰყვება ვუაიერის სქესობრივი აღგზნება და მასტურბაცია.