ვუაიერიზმი
ვუაიერიზმი - (F65.3), (voyeyrism), სექსუალურ უპირატესობათა დარღვევა (პარაფილია), ხასიათდება რეკურენტული ან მუდმივი ლტოლვით უთვალთვალოს ადამიანებს მათი სექსუალური ან ინტიმური ქცევის (მაგ., ტანსაცმლის გახდის) პროცესში. ვუაიერიზმი ხორციელდება სათვალთვალო ობიექტთან შეუთანხმებლად და, ჩვეულებრივ, მოჰყვება ვუაიერის სქესობრივი აღგზნება და მასტურბაცია.
ვუაიერიზმი, როგორც სექსუალური პათოლოგია, ჩვეულებრივ ახასიათებს ჰეტეროსექსუალ მამაკაცებს, რომელთა სექსუალური აქტივობა არადამაკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვუაიერისტები ცდილობენ, რომ შეუმჩნეველნი დარჩნენ ქალისთვის, რომელსაც აკვირდებიან, ისინი მაინც მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რადგან სხვებმა შეიძლება შეამჩნიონ ისინი. ამის გამო, ვუაიერიზმის შემთხვევები, ჩვეულებრივ, დაფიქსირებულია შემთხვევითი გამვლელების მიერ და არა ვუაიერიზმის მსხვერპლის მიერ.
სარჩევი |
ეტიოლოგია
ვუაიერიზმი გავრცელებულია მოზარდებში, სადაც ის სექსის მიმართ ცნობისმოყვარეობის გამომხატველია, მაგრამ ეს ქცევა, ჩვეულებრივ, მომავალში, პირდაპირი სექსუალური გამოცდილებით იცვლება. ვუაიერისტი კი სხვის სექსუალურ აქტზე დაკვირვებას მომავალშიც აგრძელებს, რადგან ის მორცხვია, უჭირს გოგონებთან სოციალური კონტაქტი ან მას ნორმალურ სექსუალურ აქტივობაში სხვა მიზეზები უშლის ხელს. ფსიქოანალიზი მოცემულ პათოლოგიას ისეთივე მექანიზმით ხსნის, როგორც სექსუალურ პათოლოგიებს. ბიჰევიორული თეორიის მიხედვით, ეს ქცევა აიხსნება შემთხვევითი ხასიათის ასოციაციების დამყარებით თვალთვალის პირვანდელ გამოცდილებასა და სექსუალურ აგზნებას შორის. არც ერთი თეორია არ არის სათანადო მტკიცებულებით გამაგრებული.
პროგნოზი
სანდო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.
მკურნალობა
კლინიკური კვლევის მიხედვით არც ერთი ტიპის მკურნალობა არ არის ეფექტური.
იხილე აგრეთვე
სექსუალური უპირატესობის აშლილობა