დაშნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:16, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაშნა -„მოკლე ხმალი, მოკლე საკიდარი“ (საბა). დაშნა წარმოადგენს მოკლე, ცალლესურ ხმალს, რომელიც ხანჯალზე დიდია, ხოლო ხმალზე პატარა. დაშნა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, კერძოდ, ხევსურეთში.
ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით ხევსურები ხმალ-ხანჯალთან ერთად ხმარობდნენ აგრეთვე „ხმალ-დაშნას“, რომელსაც სახელოში ან ზურგზე ტანსაცმლის ქვემოდან შეფარულად ატარებდნენ. ე.ი. „ხმალ-დაშნა“ მალული იარაღია, იგი გამოიყენებოდა, მაგ., შუღლის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც ხევსურს სხვა იარაღი არ ჰქონდა, მაგალითად სტუმრობის დროს, როდესაც წესის მიხედვით იარაღს მასპინძელი ჩამოართმევდა, ის დაშნის, უბისფარისა და საცერულების ამარა რჩებოდა.
ლიტერატურა
В. И. ЭЛАШВИЛИ. „Парикаоба“ 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991. მ.ქ.