კიტრანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიტრანა

კიტრანა - (Ecballium elaterium [L.] A. Rich.); ოჯახი: გოგრისებრნი (Cucubritaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო გართხმულია ან სწორი. ფოთლები გრძელყუნწიანია, ბორცვაკიანი ბეწვებით. ფოთლის ფირფიტა გულისებურ-კვერცხისებური ან სამკუთხაა, კიდეებზე არათანაბრად დაკბილული ან სამნაკვთიანი. ქვემო ნაწილი უფრო მეტად შებუსული, ვიდრე ზემო, მოსქელო. ყვავილები იღლიურია. ცალსქესიანი. ყვავილი ღია ყვითელია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მთის ქვედა სარტყლის ველებისა და ნახევარუდაბნოების მცენარეა, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ უდაბნოს მიდამოებში, აგრეთვე შირაქში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები