არიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:04, 19 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არიონი - ძვ. წ. VII- VI საუკუნის კორინთელი პოეტი. კუნძულ ლესბოსის მკვიდრი.
გადმოცემის მიხედვით არიონი პირველი პოეტია, რომელმაც დითირამბს არაიმპროვიზაციული ხასიათი მისცა. მანვე გადააქცია დითირამბი ერთპიროვნული სიმღერიდან საგუნდო სიმღერად და მეგუნდენი თხის ქურქით შემოსა იმის საჩვენებლად, რომ დიონისეს თანაშემწენი ნახევართხა სატირები იყვნენ.
წყარო
- ყაუხჩიშვილი, სიმონ, ნტიკური ლიტერატურის ისტორია.