დითირამბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დითირამბი - (ბერძნ. Διθύραμβος) ძველ საბერძნეთში გუნდური სადიდებელი გალობა ღვთაება დიონისეს პატივსაცემად. აღმოცენდა ხალხურ პოეტურ ზეპირსიტყვიერებაში. დითირამბი დიონისეს დღესასწაულზე სრულდებოდა. მას თავდაპირველად იმპროვიზაციული ხასიათი ჰქონდა, მოგვიანებით დითირამბს საგანგებოდ უკვეთავდნენ ხოლმე რომელიმე პოეტს. გადმოცემის მიხედვით პირველი ბერძენი მოღვაწე, რომელმაც დითირამბს ლიტერატურული სახე მისცა იყო არიონი (ძვ.წ. მე-7-6 სს.).

დითირამბის შესრულებისას გუნდს გამოეყოფოდა სიმღერის წამომწყები, რომელსაც შემდგომ მთელი გუნდი აჰყვებოდა. დითირამბი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ემოციურობით სავარაუდოა, რომ მასში ჩანასახობრივად ჩართული იყო დიალოგი წამომწყებსა და გუნდს შორის არისტოტელეს თქმით, ტრაგედია აღმოცენდა სიმღერის წამომწყებთა საფუძველზე („პოეტიკა“, თ. 4). ადრეული პერიოდის დითირამბები (არიონის, ლასის და სხვ.) არ შემონახულა, ხოლო პოეტ პინდარის დითირამბებმა ჩვენამდე მოაღწია ფრაგმენტების სახით. 1896 წ. მკვლევრები წააწყდნენ პოეტ ბაკქილიდის პოემების კრებულს რომელთა შორის აღმოჩნდა დითირამბი „თეზევსი“ (მე-5 ს. ძვ.წ. 70-იანი წწ.). მას აქვს გამოკვეთილი დიალოგური აგებულება. როგორც ჩანს დიალოგის ფორმა ნიშნეული იყო ადრეული დითირამბებისთვისაც და ბაკქილიდმა გააძლიერა იგი.

ახალ ევროპულ ლიტერატურაში მხოლოდ რენესანსის ეპოქაში სცადეს დითირამბის აღდგენა. იგი ახლო დგას ჰიმნსა და ოდასთან. დითირამბისათვის დამახასიათებელი იყო გაზვიადებული, ყოველგვარ საზღვარს გადასული აღფრთოვანება და ქება. ამიტომ ამბობენ გადაჭარბებით შეუქებელზე „დითირამბს უმღერისო“,

მოგვიანებით დითირამბი ეწოდა სახოტბო ლირიკული ლექსს.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები