აპოდექტესები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 20 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აპოდექტესები - (άποδέκται), ათენში ათი მაგისტრატისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც ბულეს ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებდა გადასახადთა შემკრებ უწყებათაგან ფულადი სახსრების მიღებას და უხდიდა მათ ხარჯვით უწყებებს. ეს თანამდებობა კლისთენესმა შემოიღო. პერიკლეს დროიდან მათ წილისყრით ნიშნავდნენ.