გორდა (ჭურჭელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გორდა − დიდი ზომის ამოთლილი ანდა ფიცრებით შეკრული ხის ჭურჭელი. იგი უმთავრესად ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად, ლობიოს, მხლის დასატუკად − დასაკეპად იხმარებოდა. გორდა ძირითადად ზემო აჭარაში იყო გავრცელებული. მას „უწვნო” და „სუფთა” ხეებისგან, მაგალითად, ცაცხვისა და თელასაგან ამზადებდნენ. სვანეთში არსებობდა დიდი ზომის ლაშგვერდი გობი − მცირე ზომის გობი − ხულგობა, ზემო აჭარაში ასეთი კარაქის ამოსაღები იყო და სხვა ამდაგვარი.
გორდა მრავალმნიშვნელოვანი |
ლიტერატურა
ქართული მატერიალური კულტურის... 2011:89.