ნეფერთემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 7 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნეფერთემი – (ეგვ.) „ყოვლადმშვენიერი“, ლოტოსის ღვთაება, ძე ფთახისა და ლომისსახიან ქალღმერთ სეხმეთისა, რომლებთანაც ერთად შეადგენს ქალაქ მემფისის პანთეონის ტრიადას; „ლოტოსის ყვავილი რაეს საყნოსელთან“ – ასე იწოდება იგი. თავზე მას ლოტოსის ყვავილის თავსარქველი ახურავს. ასეა იგი გამოსახული ქანდაკებებზე და მხატვრობაში.