ხერტლის ჩარხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:19, 20 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხერტლის ჩარხი − ხერტლის სახვეწი დანადგარი, ხის კონსტრუქცია, რომლის საშუალებითაც ხერტლებს ხვეწდნენ. ხერტალი მოძრაობაში ოსტატის მიერ მოდიოდა. ამისათვის მოხრილი ჯოხი გამოიყენებოდა, რომელზეც ტყავის თასმა თავისუფლად იყო მიმაგრებული. თასმას ხერტალს შემოახვევდნენ და ჯოხის წინ-უკან მოძრაობით, ოსტატი ცალი ხელით ხერტალს ატრიალებდა, მეორეთი კი – სახვეწი დანა ჰქონდა ხერტალზე ზომიერად მიბჯენილი და ხვეწდა.