სალუქვაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევაზ სალუქვაძე – (დ. 15 სექტემბერი, 1929, თბილისი — გ. 22 ოქტომბერი, 2000).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკური ფაკულტეტი (1953).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან;
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სამეცნიერო წოდებები
- ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი;
- საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.
პრემია
სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.